სიახლე

ოზურგეთელმა კიკბოქსიორებმა ფოთში 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

GuriaNews

ოზურგეთელი სპორტსმენები შინ 9 მედლით დაბრუნდნენ. 10 მაისს, ქალაქ ფოთში გამართულ კიკბოქსინგის პირველობაზე (K1, MMA), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციამ (ურეკის სკოლა) ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ტურნირში 2006-2016 წლებში დაბადებული მოზარდები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მწვრთნელ გიორგი ბერიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი და […] The post ოზურგეთელმა კიკბოქსიორებმა ფოთში 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთელი სპორტსმენები შინ 9 მედლით დაბრუნდნენ. 10 მაისს, ქალაქ ფოთში გამართულ კიკბოქსინგის პირველობაზე (K1, MMA), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციამ (ურეკის სკოლა) ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

ტურნირში 2006-2016 წლებში დაბადებული მოზარდები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მწვრთნელ გიორგი ბერიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველი ადგილი და ოქროს მედლები:

ნიკოლოზ ჩხიკვაძე (40 კგ)

გიორგი გურგენიძე (46 კგ)

დავით კილაძე (50 კგ)

მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები:

საბა გამხიტაშვილი (40 კგ)

ნიკოლოზ ზდორენკო (54 კგ)

ჯაბა ლომთაძე (25 კგ)

საბა ხვედელიძე (69 კგ)

მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები:

ნიკა ჭუმბურიძე (44 კგ)

ლუკა ოინაროვი (72 კგ)

გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.

The post ოზურგეთელმა კიკბოქსიორებმა ფოთში 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი