სიახლე

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე […] The post დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი