საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალი, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, 22 ხმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. ის დღეიდან პატრიარქ შიო მესამედ იწოდება.
ოფიციალური ინფორმაციით, საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრო.
“გურია ნიუსმა” სცადა გაერკვია რამდენი დელეგატი ესწრებოდა გურიიდან ეკლესიის გაფართოებულ კრებას სამების საკათედრო ტაძარში. ამის გასარკვევად შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურს, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილს ვესაუბრეთ.
“შემოქმედის ეპარქიიდან იყო 52 დელეგატი. როგორც დედათა ასევე მამათა მონასტრებიდან 2-2 სასულიერო პირი, ანუ წინამძღვრები და მათთან ერთად ერთი სასულიერო პირი იმყოფებოდა. რომელ მონასტერშიც თითო სასულიერო პირია, ისინი თავად იყვნენ. იყო სულ 52 ადამიანი, მათ შორის თეთრი სამღვდელოებიდან ორი პირი, ანუ ერთი ერის მღვდელი და ერთი ერისკაცი”,_ განაცხადა ჩვენთან საუბრისას დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.
დეკანოზმა ასევე ისაუბრა არჩევნების შედეგის შესახებაც.
“ყველანი გახარებულები ვართ, ძალიან გაგვიხარდა ეს არჩევანი. ყველა კანდიდატი ღირსეული იყო და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გაიმარჯვა ხმათა უმრავლესობით”,_ გვითხრა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.
The post რამდენი დელეგატი ესწრებოდა გურიიდან ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც პატრიარქი აირჩიეს appeared first on გურია ნიუსი.