ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ, უკრაინელი ბავშვების სისტემატური, უკანონო დეპორტაციის გამო, რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, სანქციები ეხება 16 ფიზიკურ პირსა და შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან მისი წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის. სანქცირებულთა სიაში შედის რუსეთის განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული დაწესებულებები. სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები, აგრეთვე ახალგაზრდული ბანაკებისა და სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სანქციების მიხედვით, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, ხოლო ფიზიკურ პირებს… The post ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTA…
პირველწყარო →