შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.
ასევე, მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები.
საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება”,_ წერია ინფორმაციაში.
The post შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება appeared first on გურია ნიუსი.