საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.
“ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს”,_ აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
The post “გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის”- ევროკავშირი პატრიარქ შიო III-ს appeared first on გურია ნიუსი.