სიახლე

ჯანმო „ჰანტავირუსთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მედიაცენტრი

„ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. „ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს, თუმცა ვითარება შეიძლება, შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო, მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად, ჯამში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, კიდევ ორი კი საეჭვოა. The post ჯანმო „ჰანტავირუსთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი