სიახლე

სეს-მა ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინა

GuriaNews

სურსათის ეროვნული სააგენოტოს ინფორმაციით, დაბა ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა. “სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს […] The post სეს-მა ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენოტოს ინფორმაციით, დაბა ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას. ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

The post სეს-მა ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი