სიახლე
,,აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია” – რუბიო
მედიაცენტრი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პეკინში, ამერიკისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია. რუბიომ აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ საკითხს „ყოველთვის“ აყენებს, ხოლო „ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“. „ჩვენი პერსპექტივიდან, სტატუს-კვოს ნებისმიერი ძალისმიერი ცვლილება ამ სიტუაციაში ორივე ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, – განაცხადა რუბიომ NBC News-ისთვის პეკინში მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, კუნძულისთვის ამერიკული იარაღის სამომავლო მიყიდვის საკითხი წარსულში განხილულა, თუმცა „დღევანდელ დისკუსიაში მას მნიშვნელოვანი ადგილი არ ჰქონია“. The post ,,აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია” – რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.