სააგენტო "პარალელი"
“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი
ე.წ. “ფასების კომისიის” თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15 კატეგორიის პროდუქტზე შეღავათიანი ფასების განსაზღვრაზე საუბრობს:
“რეკომენდაცია, რომელიც მოკლე ვადიან პერიოდში გავეცით, იყო ბერძნული და ფრანგული მოდელის საფუძველზე. ეს ეხება ბაზარზე მსუბუქ ინტერვენციას, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო პროდუქტების “საოჯახო კალათის” შექმნას.
ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას – მათ გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის. აღნიშნულ პროდუქტებზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი“, – აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი
პარალელი