სიახლე

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

MegaTV

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ. გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა. დიდი სიჩქარით მოძრავი […]

პირველწყარო →

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

“ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.

დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


მსგავსი