ქალს ორსულობის პერიოდში ესაჭიროება ვიტამინი B9 – ანემიისა და ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის შესაზღუდავად: რკინა – ანემიისა და დაღლილობის წინააღმდეგ; ომეგა-3 ჯგუფის ძირითადი ცხიმმჟავები – ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის, ხოლო ბეტაკაროტინი – ნაყოფის უჯრედების კარგი განვითარებისთვის.
ჩვილს, ტვინი რომ ნორმალურად განუვითარდეს, ესაჭიროება ძირითადი ცხიმმჟავები.
ბავშვს ესაჭიროება კალციუმი – ჩონჩხის კარგად განვითარებისთვის, ვიტამინი D – ფოსფორისა და კალციუმის შეთვისების გასაადვილებლად, პროტეინები – ზრდისთვის, ფტორი – კბილების კარიესისგან დასაცავად.
მოზარდს ესაჭიროება კალციუმი – ძვლების გასამაგრებლად; რკინა – ანემიის, დაღლილობის, იმუნური თავდაცვის შესუსტების წინააღმდეგ; ვიტამინი B9 – ანემიის ზოგიერთი ფორმის პროფილაქტიკისთვის; თუთია – კანის პრობლემების მოსაწესრიგებლად.
ახალგაზრდა ადამიანს ესაჭიროება C ვიტამინი და სპილენძი – იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მაგნიუმი – ანტისხეულების წარმოქმნაში მონაწილეობისთვის, ვიტამინი B6 – ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
გაფურჩქვნის პერიოდში ადამიანს ესაჭიროება მაგნიუმი და ვიტამინი ჩ – სტრესის დაძლევისთვის, ვიტამინები B1, B2, B3, B6 – კარგი ფიზიკური ტონუსის უზრუნველსაყოფად, სელენი – ნაადრევი სიბერის საწინააღმდეგოდ.
მოწიფულ ასაკში საჭიროა კალციუმი, ვიტამინი D და ფოტოესტროგენები – ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის, ვიტამინი C და E კანის სიმკვრივის და სინორჩის შესანარჩუნებლად.
მენოპაუზის პერიოდში საჭიროა ბოჭკოები – საჭმლის მოსანელებლად, ვიტამინი B6 – ჰორმონალური პროფილაქტიკისთვის და კატარაქტის რისკის შესამცირებლად.
ასე რომ, არ მოაკლოთ შესაბამისი ვიტამინები თქვენს ორგანიზმს და იცხოვრეთ ჯანმრთელად ღრმა სიბერემდე.
The post რომელი ვიტამინი რა პერიოდში გვჭირდება appeared first on გურია ნიუსი.