ჯანმო-მ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება ჯანმომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორ ქვეყანაში დაავადების 300-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 88 ადამიანი გარდაიცვალა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული აფეთქება არ შეესაბამება COVID-19-ის მსგავსი პანდემიური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებს, ამიტომ ჯანმომ საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის რეკომენდაცია არ გასცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ებოლას ცხელება მძიმე, ხშირად სასიკვდილო დაავადებაა, რომელსაც ებოლას ვირუსი იწვევს.… The post ჯანმო-მ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთა…
პირველწყარო →