სიახლე

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება: “მოკლედ, თუ თქვენი ოჯახების “სიწმინდე” კობახიძის, კალაძის, ზარქუას და შალვა რამიშვილის დასაცავია, მაშინ რაღაც კარგი არ ხდება თქვენი ოჯახის თავს. თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არის ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არაა […] “თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:

“მოკლედ, თუ თქვენი ოჯახების “სიწმინდე” კობახიძის, კალაძის, ზარქუას და შალვა რამიშვილის დასაცავია, მაშინ რაღაც კარგი არ ხდება თქვენი ოჯახის თავს.

თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა.

ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არის ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არაა უცხოეთში შვილების, მეუღლის, მშობლების სარჩენად წასული.

სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22,737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა – მხოლოდ ეს ფაქტიც ეყოფა საქართველოში დატრიალებული უბედურების აღწერას.

2025 წელს რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა, დაიბადა მხოლოდ 37 867 ბავშვი – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.

ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში ძალაუფლება მიიტაცეს ფარისევლებმა, რომელებიც გეგმაზომიერად ანადგურებენ საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს“, – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე
პარალელი


მსგავსი