სიახლე

ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ და დაზიანებები თავის არეში აღენიშნება

მედიაცენტრი

ოჯახი ამტკიცებს, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ. დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩვილს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს. იგი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ჩვილის მშობლები „ტვ პირველთან“ აცხადებენ, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა და ტრავმის მიუხედავად ჩვილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა. ირკვევა, რომ ახალშობილი კლინიკაში რესპერატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე გადაუღეს, აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებულია. ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს. The post ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ და დაზიანებები თავის არეში აღენიშნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი