სიახლე

ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება

მედიაცენტრი

ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება. აღნიშნული ცვლილება ამ მიმართულებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლში შედის, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ გავრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი თემატიკის – სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობენ. იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები გადაიცემა, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული იქნება. The post ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი