სიახლე
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა
მედიაცენტრი
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა. შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციის ქალაქ ტარსუსში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი ავტომობილით მიიმალა. მედიის ინფორმაციით, რესტორანში ორი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ ობიექტის მფლობელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით თავდამსხმელმა სროლა სხვა ადგილებშიც გააგრძელა, რის შედეგადაც კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ვერტმფრენიც მონაწილეობს. ამ დროისთვის, თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. The post თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.