რატომ დატოვა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო ორი დღით ადრე – ადვოკატის განმარტება
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უქმე დღეებში, 2 დღით დატოვა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულის უფლება მსჯავრდებულს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად გააჩნია. რაც შეეხება სასჯელის მოხდას, დიზაინერი ციხეს მიმდინარე წლის 9 ივნისს დატოვებს. „პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუძლია დატოვოს დაწესებულება დასვენებისა და უქმე დღეებში. დავით სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაკავება მოხდა 09/12/2025 წელს, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს 09/06/2026 წელს. ამავე კოდექსის თანახმად, დათუნა სულიკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ორი დღით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება და იმყოფებოდა… The post რატომ დატოვა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო ორი დღით ადრე – ადვოკატის განმარტება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →