სიახლე
ტყვიავი – ძევერის გზაზე ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა
Timer
გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.