სიახლე

წვევამდელები ფიცს უძველეს ეკლესია-მონასტრებთან დადებენ -დამოუკიდებლობის დღის ახალი კონცეფცია ცნობილია

GuriaNews

საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისივე თქმით, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ეკლესია-მონასტრებთან. „გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის […] The post წვევამდელები ფიცს უძველეს ეკლესია-მონასტრებთან დადებენ -დამოუკიდებლობის დღის ახალი კონცეფცია ცნობილია appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ეკლესია-მონასტრებთან.

„გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია თბილისთან ერთად 12 რეგიონში, უძველეს ეკლესია-მონასტრებთან, რაც უპრეცედენტო მასშტაბია. მნიშვნელოვანია, რომ გაიმართება გალა-კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული, საბავშვო პროგრამები და 17:10 საათზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი,”– აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

The post წვევამდელები ფიცს უძველეს ეკლესია-მონასტრებთან დადებენ -დამოუკიდებლობის დღის ახალი კონცეფცია ცნობილია appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი