„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ნათელია, რომ ქოცრეჟიმი “ეპარება” 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. “ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა” კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება ქოცების მიერ.
26-ში, 19:00, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა და უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს!
ცნობისთვის, კობახიძემ, იმედთან ინტერვიუში, თქვა:
ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის.
The post “ქოცრეჟიმი “ეპარება” 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას” – გვარამია appeared first on .