სიახლე

ევროსაბჭო – „საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“

მედიაცენტრი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ვებგვერდზე პრესრელიზი გამოქვეყნდა, სადაც სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები“. რელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეფუძნება თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ „ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“ და ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა „სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, დაიცვას საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის და გაწევრიანების ვალდებულებები“. კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროსაბჭოში წევრობა პრივილეგიაა, რომელიც, უფლებებთან… The post ევროსაბჭო – „საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MT…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი