“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
“პსპ ფარმასა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მერიას ან საკრებულოს მედიაკმენტების დაფინანსებით მიმართავენ, PSP-ს სააფთიქო ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიიღებენ მედიკამენტებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ სოციალური პროექტების მომსახურების სამსახურის უფროსმა გიორგი ტალიაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ… The post “პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დ…
პირველწყარო →