ავარია „ბოლო ზარზე“ – ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა, გიორგი შათირიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს პირველ ეტაპზე სპლენექტომია ჩაუტარდა, აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც და მას მეორე ოპერაციაც დასჭირდება. გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტიც. ერთ-ერთ მათგანს მხარის მოტეხილობის გამო, ტრამვატოლოგიური ჩარევა დასჭირდა და ოჯახის წევრები ავადმყოფის თბილისში გადაყვანას გეგმავენ. ორ დაშავებულს კი მცირე ტრამვები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. თელავის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი, რომელსაც თავის ტვინის შერყევა და ხერხემლის მალის მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაციას… The post ავარია „ბოლო ზარზე“ – ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →