,,ევროპის გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს” – მედია
,,როიტერის”ცნობით, ევროპას შესაძლოა გაზის კრიტიკული დეფიციტი შეექმნას, თუ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხება ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება. მარაგების დაგროვების შენელების მიზეზად, გამოცემა ასახელებს მცირე რეზერვებს და დამახინჯებულ ფასებს. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ოქტომბრისთვის რეზერვების 90% უნდა დააგროვონ, მაგრამ მიმდინარე ფასებისა და მიწოდების ნაკლებობის გათვალისწინებით, ეს არარეალურად გამოიყურება. ,,თუ ომი ხვალ დასრულდება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაზიდვები სწრაფად აღდგება, შესაძლოა მივაღწიოთ მისაღებ, თუმცა რთულ, 75%-იან დატვირთვის დონეს. მაგრამ თუ დახურვა ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება, სიტუაცია შეიძლება კრიტიკული გახდეს”, – განაცხადა Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰელე ოსტერგაარდ ქრისტიანსენმა. ევროპული გაზის ფასები მარტში უკვე გაიზარდა და… The post ,,ევროპის გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →