The post ვინ არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებსაც ღირსების ორდენები და მედლები გადაეცათ appeared first on გურია ნიუსი.
სიახლე
ვინ არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებსაც ღირსების ორდენები და მედლები გადაეცათ
GuriaNews
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ოფიციალური ინფორმაციით, სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: გენერალ-მაიორი, საქართველოს […] The post ვინ არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებსაც ღირსების ორდენები და მედლები გადაეცათ appeared first on გურია ნიუსი.
პირველწყარო →პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ზაზა ჩხაიძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი კახა ტაბატაძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი რომან ჯოხაძე.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლები გადაეცათ: გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს ირაკლი ჭიჭინაძეს; გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა შენგელიას; პოლკოვნიკს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს სერგო ნინუას, მთავარ სერჟანტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს.