სიახლე

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება

მედიაცენტრი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას. სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების ნიშნები პირველად გაზაფხულზე შენიშნეს, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუარესებულია. როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინაკვერკვეს სასაფლაოზე განვითარებული მეწყრული პროცესების აღმოსაფხვრელად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს. უწყების თქმით, სამუშაოების სწორად განსახორციელებლად მოწვეული იყვნენ გეოლოგები და მათი დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. The post მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი