სიახლე
ჰავაიზე 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მედიაცენტრი
აშშ-ში, ჰავაის შტატის ქალაქ ჰონაუნაუ-ნაპოპოოს სამხრეთით, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, თუმცა წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:46 საათზე მოხდა. ოფიციალური პირების თქმით, ძლიერი ბიძგები კუნძულების მთელს ტერიტორიაზე იგრძნობოდა, თუმცა მაუნა ლოასა და კილაუეზე რაიმე ზიანი არ დაფიქსირებულა. ამასთან, ჰავაის ოლქის მერმა, კიმო ალამედამ განაცხადა, რომ სამხრეთ კონას რაიონში რამდენიმე მეწყრის შემდეგ სახლები და შენობები დაზიანდა, საგზაო ჯგუფები კი ნანგრევებს ასუფთავებენ. The post ჰავაიზე 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.