აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ერთერთი აფთიაქიდან 25 წლამდე კაცმა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული კრემები მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და მისი მხილება შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
The post აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს appeared first on გურია ნიუსი.