სიახლე

,,მკაცრად ვგმობ ამ უგუნურ ესკალაციას” – ანტონიო კოშტა

მედიაცენტრი

,,სისასტიკის დაუნდობელი დემონსტრირება, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება უკრაინაზე თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც. მისი თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას. „რუსეთმა განალაგა „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა და მასობრივი თავდასხმები განახორციელა უკრაინაში – სისასტიკის დაუნდობელი დემონსტრირება, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მკაცრად ვგმობ ამ უგუნურ ესკალაციას. ეს კიდევ ერთი აშკარა შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთს არ აქვს ინტერესი მნიშვნელოვან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, – წერს კოშტა. The post ,,მკაცრად ვგმობ ამ უგუნურ ესკალაციას” – ანტონიო კოშტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი