სიახლე

“ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელის, ელისო კილაძის შვილი, დედის დაპატიმრებიდან 3 თვის პერიოდის მოკლე შეჯამებას აკეთებს ემოციური შეფასებებით: “რა მოხდა ბოლო 3 თვის მანძილზე: 1. დედა დააკავეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, დემონსტრაციულად. თავად დადიოდა პროკურატურაში, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. დაერეკათ – მივიდოდა, იქვე დაადებდნენ ბორკილებს. არა! შოუ, მასკარადი, პოლიციელები იარაღით და ნიღბებით. 2. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რომელიც […] “ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს

სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელის, ელისო კილაძის შვილი, დედის დაპატიმრებიდან 3 თვის პერიოდის მოკლე შეჯამებას აკეთებს ემოციური შეფასებებით:

“რა მოხდა ბოლო 3 თვის მანძილზე:

1. დედა დააკავეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, დემონსტრაციულად. თავად დადიოდა პროკურატურაში, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. დაერეკათ – მივიდოდა, იქვე დაადებდნენ ბორკილებს. არა! შოუ, მასკარადი, პოლიციელები იარაღით და ნიღბებით.

2. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რომელიც გრძელდებოდა 6 საათი. დიდი რაოდენობით ფული, ოქროს ზოდები, ძვირფასი სამკაულები ან საათები რომ ეპოვათ, თქვენ, ჩვენზე ადრე გაიგებდით✋🏻

3. დააყადაღეს ოჯახის ყველა წევრის ქონება. ჩემი მანქანა, ჩემი ძმის მანქანა, დედას სამსახურის მანქანა, ყველა პროკურატურის საჯარიმოზეა გადაყვანილი, გამოყენების უფლების აკრძალვით ❌

4. დედას დღემდე არ აქვს ზარის უფლება. 3 თვეა ერთხელაც არ ულაპარაკია არც ერთ ოჯახის წევრთან. არ აძლევენ წერილის დაწერის უფლებას. სანატრელი მაქვს, რომ ხელნაწერი მაინც დავინახო და მისი ლამაზი კალიგრაფია ვიცნო 💘

5. ამასობაში 🤡 4 ადამიანი, ვინც ხელი მოაწერეს 700 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მოპოვების ბრალდებას – თავისუფლები არიან. ელისოზე ცრუ ჩვენების მიცემის და სავარაუდოდ, უამრავი მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ბენ ანორი საერთოდ დეველოპერი გამხდარა, აპარტამენტებს ყიდის 🫠🤷‍♀️

ძვირფასო პროკურატურა, ძვირფასო სასამართლო, ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻

გახსენით პროცესი, მიეცით ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის უფლება. გაათავისუფლეთ უდანაშაულო ჟურნალისტი!

წინა სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ, 25 მაისს , თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზე.

დე მენატრები რა 🥺☀💘“, – წერს ელისო კილაძის შვილი.

“ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻” – ელისო კილაძის შვილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს
პარალელი


მსგავსი