ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების” ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად წარიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ადვოკატი ნათია კორკიტაძე საქმის ღია სხდომებზე განხილვის შუამდგომლობას დააყენებს. „არ ვიცი, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ელისო კილაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოყოფილია ორგანიზებულთა ჯგუფიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, კავშირი ვერ ნახეს იმ ორგანიზებულ ჯგუფს შორის, ვინც იყო ელისო კილაძესთან ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და ელისო კილაძეს შორის. რაც შეეხება სხდომის დახურვას, ალბათ, ბრალდების მხარე ისევ დააყენებს შუამდგომლობას, მაგრამ ვინაიდან… The post ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →