სიახლე

რუსი მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს – რა აღმოაჩინეს მის ავტომობილში

მედიაცენტრი

ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მის Telegram-არხზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 მაისს, კარლოვი ვარის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი და მისი ოპერატორი იმყოფებოდნენ. მანქანის ჩხრეკისას საბარგულში „თეთრი ფერის ნივთიერების შემცველი ოთხი მცირე კონტეინერი“ აღმოაჩინეს. „ნივთიერების შემადგენლობა, წარმომავლობა და ხასიათი მხოლოდ შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს,“ — ნათქვამია განცხადებაში. მიტროპოლიტმა ილარიონმა აკრძალული ნივთიერებების შენახვასთან კავშირი უარყო. The post რუსი მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს – რა აღმოაჩინეს მის ავტომობილში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი