სიახლე

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

მედიაცენტრი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. მანამდე, კანონი, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს დაამტკიცა. ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა… The post პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი