სიახლე

ირანის წარმომადგენლები აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად კატარში ჩავიდნენ

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად კატარში ჩავიდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდებიან. წყაროების ცნობით, კატარში მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ასევე, დელეგაციის ფარგლებში დოჰაში ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელიც იმყოფება, რომელიც კატარში არსებული გაყინული ირანული აქტივების განბლოკვის საკითხს განიხილავს. The post ირანის წარმომადგენლები აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად კატარში ჩავიდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი