ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. დიდმა ბრიტანეთმა 18 ახალი სანქცია დააწესა. სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან. The post ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →