დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და სასულიერო პირებმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენები, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქანდაკება და მოეწყო პანტომიმის თეატრის მსვლელობა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში განთავსდა საბავშვო და ფოტო ზონები, ფლორისტების კუთხე და ჩატარდა ისტორიული აქსესუარების მასტერკლასი.
სპორტის მოყვარულთათვის გაიმართა ჭადრაკისა და მკლავჭიდის ტურნირები, დღის განმავლობაში კი სადღესასწაულო კონცერტი მიმდინარეობდა.
ღონისძიება ცაში ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დასრულდა.