სიახლე

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

MegaTV

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 28 მაისს დაგეგმილი ღვთისმსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო lll, […]

პირველწყარო →

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 28 მაისს დაგეგმილი ღვთისმსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე).

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო lll, რომელიც 12:30-ზე პარაკლისს აღავლენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


მსგავსი