სიახლე

,,დიპლომატები ზედმეტი ჰყავთ და შემცირება სურთ” – მედვედევი

მედიაცენტრი

,,ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს, როგორც ჩანს მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ მომავალი დარტყმები გამოაცხადა. ასევე, უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ ევროპელი დიპლომატები კიევის დატოვებას არ აპირებენ. The post ,,დიპლომატები ზედმეტი ჰყავთ და შემცირება სურთ” – მედვედევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი