ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, ილინოისისა და ნებრასკას უნივერსიტეტების მკვლევრებმა 65-67 წლის 100 ადამიანის თავის ტვინის სკანირების შედეგები მიღებულ საკვებ ნივთიერებებს შეადარეს. მკვლევრები ტვინის დაბერებასა და საკვებ ნივთიერებებს შორის კავშირს ეძებდნენ.
მათ ტვინის დაბერების ორი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს. ნელი დაბერება ხმელთაშუაზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ამ დიეტაზე წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები მხოლოდ კვლევის მონაწილეების სიტყვებზე არ იყვნენ დამოკიდებული. მათ სისხლის ნიმუშები აიღეს და საკვების ბიომარკერებს შეადარეს. ამით ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ ხანშიშესული პირები.
ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თევზსა და ზეითუნის ზეთში შედის ცალსახად დადებით როლს ასრულებდა. ასევე სასარგებლო იყო ანტიოქსიდანტები, რომლებიც ისპანახსა და ნუშში გვხვდება. სასარგებლო იყო კაროტინოიდებიც, რომლებიც სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტებია. ტვინის ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა, ესაა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში გვხვდება.
The post რომელი საკვები ნივთიერებები ანელებს ტვინის დაბერებას appeared first on გურია ნიუსი.