მარიამ ლაშხი ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის თამარ ხვედელიანის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერმინები „მშიერი ბავშვების დაპურება” და „ღარიბების კალათა” სოციალური სტიგმის შემცველია და მსგავსი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან არამართებულია.
მისივე თქმით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 7.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც წარსულში აღნიშნულ ჯგუფში 1 მილიონ 120 ათასამდე ადამიანი შედიოდა, ამჟამად კი ეს რიცხვი 280 ათასამდეა შემცირებული. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ეს შედეგი სახელმწიფოს სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა პოპულისტური განცხადებების.
The post მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა appeared first on გურია ნიუსი.