სიახლე

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს მოზარდი დაშავდა

GuriaNews

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. მეექვსეკლასელი, რომელიც წარმოშობით ბოლნისიდან არის, შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა, შემოღობილ ადგილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მათი თქმით, დაშავებულმა თავი სავარაუდოდ ქვას დაარტყა. მიღებული ტრამვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. […] The post ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს მოზარდი დაშავდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მეექვსეკლასელი, რომელიც წარმოშობით ბოლნისიდან არის, შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა, შემოღობილ ადგილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მათი თქმით, დაშავებულმა თავი სავარაუდოდ ქვას დაარტყა.
მიღებული ტრამვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, მოზარდს აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

The post ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს მოზარდი დაშავდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი