სიახლე

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით

Batumelebi

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს. The post ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით appeared first on Batumelebi.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი