სიახლე

საბაჟოზე საკარანტინო მავნებლით დაავადებული 8 200 კილოგრამი პომიდორი დააკავეს

GuriaNews

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ დიდი ოდენობით უხარისხო და საშიში პროდუქტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი, 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელმა ფიტოსანიტარმა საქონლის დათვალიერებისას პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობა დააფიქსირა: „საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. […] The post საბაჟოზე საკარანტინო მავნებლით დაავადებული 8 200 კილოგრამი პომიდორი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ დიდი ოდენობით უხარისხო და საშიში პროდუქტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი, 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელმა ფიტოსანიტარმა საქონლის დათვალიერებისას პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობა დააფიქსირა:

„საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, — აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

დაავადებული ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და ის სრულად იქნა უკან გაბრუნებული.

The post საბაჟოზე საკარანტინო მავნებლით დაავადებული 8 200 კილოგრამი პომიდორი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი