ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ლატვიის სეიმმა ახალი მთავრობის ფორმირებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა ქვეყანაში დრონების შეჭრის ინციდენტების გამო ორი კვირის წინ გადადგა. პარლამენტმა 66 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანდრის კულბერგსი (პარტია „გაერთიანებული სია“) დაამტკიცა. ლატვიის ახალი კოალიციური მთავრობა ოთხი პარტიისგან შედგება: პარტია „გაერთიანებული სია“, „ეროვნული ალიანსი“, „ახალი ერთობა“ და „მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“. პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გააკეთებენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ბაიბა ბრაჟე… The post ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →