როგორია გორში ნაცემი კაცის მდგომარეობა, რომელიც კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე, ლოცულაშვილს ტვინის შერყევა კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებია. „პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა… The post როგორია გორში ნაცემი კაცის მდგომარეობა, რომელიც კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →