სიახლე

ევროკომისიამ Temu 200 მილიონით დააჯარიმა

მედიაცენტრი

ევროკომისიამ ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – Temu უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აკრძალულ ნივთებს შორის ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები და დაზიანებული დამტენები მოხვდა. Temu-ს 2026 წლის 28 აგვისტომდე აქვს ვადა, რათა კომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. მასში გაწერილი უნდა იყოს ზომები რისკების შეფასების ვალდებულებების დარღვევის გამოსასწორებლად. ციფრული მომსახურების საბჭოს გეგმის მიღებიდან ერთი თვე ექნება თავისი დასკვნის გამოსატანად. ამის შემდეგ კომისიას კიდევ ერთი თვე მიეცემა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და იმპლემენტაციისთვის გონივრული ვადის დასადგენად. კომპანიაში არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევენ. ცნობისთვის, Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს… The post ევროკომისიამ Temu 200 მილიონით დააჯარიმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი