,,ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს” – პიტ ჰეგსეთი
,,საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, კონფერენციაზე „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოთმინებას იჩენს, რათა ისეთ შეთანხმებას მიაღწიოს, რომლის ფარგლებშიც ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს. „დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და მას სურდა აღმენიშნა, თუ როგორ მოთმინებას იჩენს იმისთვის, რომ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკისთვის კარგი და შესანიშნავი იყოს. ის ამის მიღწევას მოთმინებით ცდილობს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. The post ,,ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს” – პიტ ჰეგსეთი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →