სიახლე
მიუნხენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო
მედიაცენტრი
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი, ცაში დრონის აღმოჩენის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავებს ორივე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დაშვება და აფრენა აკრძალული ჰქონდათ, ხოლო ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც მედია იუწყება, ადგილობრივი დროით დილის 9:00 საათზე პილოტებმა ცაში საეჭვო ობიექტი შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. სამართალდამცველებმა აეროპორტი და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად შეამოწმეს. შემოწმებაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ამ დროისთვის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. The post მიუნხენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.