სიახლე

,,ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. „ჩვენ, სამართლიანად, ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია. ასე რომ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ – არმავირს, კრასნოდარის მხარეში“, – წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, „რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა შორი მოქმედების „სანქციებს“ ახორციელებს“. The post ,,ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი